საიტების აწყობა ვორდპრესზე

საიტების აწყობა ვორდპრესზე.  ყველაფერი, რაც შენ გჭირდება. ყველანაირი მიზნებისთვის. wordpress-ზე მოიძებნება ნებისმიერი ფუნქცია.

 
 

 

 

8 საუკეთესო მაგალითი იმის, თუ რატომ უნდა ენდოთ wordpress-ს

სანამ ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს, პირველ რიგში ორიოდე სიტყვით გეთყვით, თუ რა არის ვორდპრესი.

ვორდპრესზე აწყობილია მსოფლიოს ვებ-გვერდების თითქმის მესამედი, მცირე პირადი ბლოგებიდან დაწყებული მსხვილი კორპორაციების რთულ საიტებით დამთავრებული. მაგალითად, როგორებიცაა

  1. The New York Times:  https://www.nytimes.com/
  2. Vouge: https://www.vogue.com/
  3. Sony Music: https://www.sonymusic.com/
  4. Time: https://time.com/
  5. Tech Crunch: https://techcrunch.com/
  6. TED Blog : https://blog.ted.com/
  7. Harvard Yniversity: https://www.harvard.edu/
  8. WEBERTELA.ONILINE: https://webertela.online/

ვორდპრესი ერთერთია იმ მრავალ მზა ვებ ძრავებს შორის, რომლის გამოყენება უფასოდაა შესაძლებელი. თუმცა მას აქვს უნიკალური თვისებები, რაც მას დღეისათვის ყველაზე პოპულარულ მზა ვებ ძრავად აქცევს.

ქვემოთ მოცემულია ვორდპრესის გამოყენების რამდენიმე მნიშვნელოვანი სარგებელი, თქვენი ბიზნესის ან პირადი საიტის ასაწყობად და წარმართვისთვის.

საიტების-აწყობა-ვორდპრესზე

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)

ვორდპრესი (WordPress) იწერება სტანდარტული შესაბამისობის მაღალი ხარისხის კოდის გამოყენებით და ქმნის სემანტიკურ ნიშანს. ლოგიკური თვალსაზრისით, ეს უბიძგებთ Google- ს და სხვა საძიებო სისტემებს უყვარდეთ ვორდპრესი.

ამიტომ ვორდპრეს საიტები უფრო მაღალია საძიებო რანკში, ვიდრე სხვა ძრავზე აწყობილი თუ ხელით დაწერილი საიტები.

დიზაინის მიხედვით, WordPress ძალიან SEO მეგობრულია. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ WordPress SEO დანამატები (პლაგინები) თქვენი ვებსაიტის კიდევ უფრო ოპტიმიზაციისთვის.

მობილური ვერსიის 

დიზაინს არსებითი მნიშვნელობა აქვს, იგი უნდა იყოს ყველა ტიპის მოწყობილობების მიმართ ადაპტირებული, ასევე მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელი და მიმზიდველი. ყველა ამ პირობას სრულყოფილად აკმაყოფილებს ნებისმირი ვორდპრესის საიტი, ხოლო ხელით დაწერილი საიტების დიდ ნაწილს ამ მხრივ პრობლემები აქვს.

webertela.online-website_development-web_services-wordpress

ინტერნეტ მაღაზიის აწყობა ვორდპრესზე

ვორდპრესის ბირთვზე დაფუძნებული ინტერნეტ მაღაზიის კეთებისას, ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენ ინტერესებს და გაყიდვების თანამედროვე მოთხოვნებს.

ინტერნეტ მაღაზიის შეკვეთით ვორდპრესის ბაზაზე, არის მარტივი გადაწყვეტა ჩვენი კლიენტებისთვის. იმიტომ, რომ დანერგვის ყველა სირთულეს ვიღებთ ჩვენ თავზე. ფოტოზე აღბეჭდილია ჩვენი წარმატებული პროექტი exposhop.ge

ᲚᲔᲜᲓᲘᲜᲒᲘ ᲡᲐᲘᲢᲔᲑᲘᲡ ᲐᲬᲧᲝᲑᲐ ᲕᲝᲠᲓᲞᲠᲔᲡᲖᲔ

ლენდინგ გვერდი – არის საიტი, რომელიც შედგება ერთი გვერდისგან და ეძღვნება ერთ პროდუქტს ან მომსახურებას. სამშენებლო კომპანიის ლენდინ გვერდმა შეიძლება ისაუბროს ახალი სამშენებლო პროექტის შესახებ, სასწავლო დაწესებულების ლენდინგ გვერდი აუწყებს მომხმაებლებს ახალი სასწავლო კურსის შესახებ.

ლენდინგ გვერდის მთავარი ამოცანა არა გაყიდვა (როგორც წესი მსგავს საიტებზე საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციაა განთავსებული), არამედ  ვიზიტორის საკონტაქტო ინფორმაციის მიღებაა. ეს შეიძლება იყოს ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სოციალური ქსელის პროფილი და სხვა. ამ მონაცემების მიღების შემდეგ, კომპანიის მენეჯერები აგრძელებენ მომხმარებელთან ურთიერთობას და ხელს უწყობენ გაყიდვების ზრდას.

ლენდინ გვერდმა უნდა უბიძგოს მომხმარებელს მოქმედებისკენ. მაგალითად, შეიძინოს  პროდუქტი/მომსახურება, დაურეკოს მენეჯერს, დატოვოს შეკვეთა ან საკონტაქტო ინფორმაცია. ამიტომ, ასეთ საიტს აქვს სხვადასხვა ტიპის ფორმა ღილაკები, შეკვეთის, განაცხადის, ზარის მოთხოვნის, კონტაქტი და ა.შ. ლენდინგ გვერდზე ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია მომგებიან შეთავაზებებს და აქციებს.

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ არხზე იუტუბზე.

მობილური ვერსიის საიტის აწყობა ვორდპრესზე

გვერდების ელემენტორში აწყობა​

Elementor — არის გვერდების კონსტრუქტორი ვორდპრესის გვერდებისთვის. Elementor-ის მთავარი უპირატესობებია მზა, მოდულები, გვერდები და სრული საიტებიც კი. 

en_US